სიახლები

პროექტები და პრეზენტაციები

30-11--0001:   არომატული ქიმია

ქიმია და პარფიუმერია - ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამ. არომატის ჯადოსნური მოლეკულები, რომლებიც სწრაფ და ძლიერ ემოციებს იწვევს. შევეცადეთ საკუთარი ხელით მიგვეღო ყველასაგან განსხვავებული სუნამო საქართველოში გავრცელებული მცენარეთა ჯიშებისა და ტროპიკული ხის - მუსკატის სურნელოვანი ნაყოფიდან. ყველა ადამიანს სიამოვნებს, როდესაც გარემოდან კარგი სუნამოს სუნს შეიგრძნობს. ზოგიერთი ადამიანისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ნივთი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი დიდი სიფრთხილით არჩევს, შემდეგ კი ყოველდღიურად მოიხმარს. თუმცა ძალიან ცოტამ იცის, რისგან შედგება სუნამო და რა გზები განვლო მან სანამ ისეთი პროდუქტი გახდებოდა, როგორიც დღესაა. პირველი, ვინც ბუნებრივი არომატი ხელოვნურს შეურწყა, ფრანსუა კოტი იყო. 1917 წელს მან გამოუშვა სუნამო სახელად "Chypre". 20-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს არომატის „სინთეთიკურად“ მიღების გზები. პირველად ალდეჰიდები გამოიყენეს სუნამოში "Chanel №5", რამაც პარფიუმერიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დღეს პარფიუმერია ალკოჰოლის, ეთერზეთის და წყლის ბაზაზე იქმნება. სუნამოს ხარისხი დამოკიდებულია არომატული ნივთიერებების კონცენტრაციაზე, რომელიც გახსნილია ეთანოლში ან წყალსა და ეთანოლში. რაც მეტად არის კონცენტრირებული, მით დიდი ხნით დარჩება არომატი კანზე. ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვითეთ ჩაგვეტარებინა კვლევა. მიზანი იყო ეთერზეთებისა და ესტერების მიღება, რათა მათი შერევით ჩვენივე სუნამო შეგვექმნა. სუნამოს სურნელი ერთი არომატისგან არ შედგება, ის მრავალი არომატის შერევით იქმნება და მათ არომატის „ნოტებს“ უწოდებენ. კვლევაში გამოვიყენეთ რამდენიმე სახის ყვავილი: ია, იასამანი, მუსკატი, ვარდი. ვეწვიეთ აგრარულ უნივერსიტეტს, სადაც საშუალება მოგვეცა ეთერზეთები მიგვეღო. პირველ შემთხვევაში შევეცადეთ ყვავილთა ნაყენების გამოხდით მიგვეღო ეთერზეთები. მეორე შემთხვევაში გამოვიყენეთ დისტილაციის კიდევ ერთი მეთოდი, წყლის ორთქლით გამოხდა. ორთქლის დისტილაცია როგორც ვააკუმური დისტილაცია - არის მეთოდი რომელიც გამოიყენება ისეთი დისტილირებული ნარევებისათვის რომლებიც თბო-მგრძნობიარენი არიან. ხდება ორთქლის დუღილი ნედლეულის ნარევში, და ამით ახურებენ მას. რაულის კანონის მიხედვით ხდება ორთქლის ნარევის ზოგიერთი შემადგენლის (მისი ნაწილობრივი წნევის შესაბამისად) ორთქლის გაცივება და კონდენსირება. ეს მეთიდი გამოიყენება ეთერზეთების მისაღებად. ასევე ჩვენ ჩავატარეთ ესტერიფიკაციის რეაქცია ეთანოლსა და იზოპენტანოლს შორის. პროცესი შექცევადია, ამიტომ გამოვიყენეთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ყენეთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ამ რეაქციაში გოგირდმჟავა კატალიზატორი და, ამავე დროს, წყალწამრთმევი ნივთიერებაა და შექცევად რეაქციას გადახრის ესტერის წარმოქმნის მიმართულებით. მივიღეთ მსხლის არომატი. საბოლოო ჯამში ჩვენ შევქმენით სუნამოს კონცენტრატი. მვიღეთ პატარა მინის ბოთლი და ჩავასხით 5-8 მლ სამედიცინო სპირტი და 1-2 მლ გლიცერინი. კარად შევანჯღრიეთ , სანამ არ წარმოიქმნება ემულსია, რომელშიც ეთერზეთები გავხსენით. საწყისი „ნოტები“: ვარდის ეთერზეთი-1 წვეთი; იასამანი - 2 წვეთი; გულის „ნოტი“: მსხალი-5-6 წვეთი; ჟასმინი-2 წვეთი; ძირითადი „ნოტი“: მუსკატი-2-3 წვეთი; კვლავ შევანჯღრიეთ. შედეგად, მივიღეთ სუნამოს კონცენტრატი.


 

ექსპერიმენტები