სიახლები
02-06-2024: სამეცნიერო კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი 2024"
სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი. --როგორ გამოვიყენოთ საფუარი სწორად პურის ცხობისას.
ნანახია 282-ჯერ
პროექტები და პრეზენტაციები
02-06-2024: როგორ გამოვიყენოთ საფუარი სწორად პურის ცხობისას.
ცომი არის დახურული სისტემა, რომელშიც საფუარი ცხოვრობს, იკვებება, მრავლდება და კვდება. საფუარი მრავლდება უჯრედების გაყოფით. ერთ უჯრედს შეუძლია 20-25-ჯერ გაყოფა, ანუ შექმნას 20-დან 25-მდე ახალი უჯრედი. ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს ერთი საათიდან შვიდამდე, რაც დამოკიდებულია დედა უჯრედის გარემოსა და ასაკზე. მათი გამრავლების სიჩქარე დამოკიდებულია ტემპერატურაზე და ხელმისაწვდომი საკვების (შაქრის) რაოდენობაზე. მაღალ ტემპერატურაზე იზრდება გამრავლების სიჩქარე, დაბალ ტემპერატურაზე მცირდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ანელებს საფუარის გამრავლების ტემპს, არის გარემოს მარილიანობა. პროექტის მიზანია საფუარის სოკოს მოქმედების ოპტიმალური პირობების შერჩევა, იმისათვის რომ გამოცხვეს ხარისხიანი პური. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო ტემპერატურის გავლენა საფუარის აქტივობაზე ,ასევე შესწავლილ იქნა შაქრის რაოდენობის გავლენა და მარილის მოქმედება საფუარა სოკოს გამრავლებაზე და შესაბამისად პურის ხარისხზე. საფუარას მოქმედებაზე დაკვირვება ხდებოდა ნახშირორჯანგის გამოყოფის ინტესივობის შესწავლით. ნახშირორჟანგის მოცულობა იზომებოდა წყლის გამოძევების საშუალებით.
02-06-2024: რამდენი ცხიმია საკვებში და როგორ გამოვიყვანოთ ეფექტურად ცხიმის ლაქები ქსოვილიდან?
ცხიმი არის საკვები პროდუქტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს მათ გემოზე . მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცხიმი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის, ის არის ენერგიის მარაგი ჩვენს ორგანიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინისა და უჯრედების განვითარებაში, დანაყრებაში, ნუტრიტების ათვისებაში, ჰორმონების გამომუშავებაში, იზოლაციის და ჩვენი ორგანოების დაცვის პროცესში.საკვებში ცხიმის რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო : ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხარისხის თვალსაზრისით და იურიდიული , რაც გულისხმობს კვების ჯანსაღი წესების დაცვას. ცხიმები კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, წყალში კი არა. პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის საკვებ პროდუქტებში ცხიმების აღმოჩენა და ასევე იმის გამოკვლევა თუ რომელი გამხსნელია უფრო ეფექტური, ასევე ქსოვილიდან სხვადასხვა ცხიმოვანი ლაქების გამოყვანის საუკეთესო ხერხების დადგენა. შესწავლილია სამი სხვადასხვა საკვები პროდუქტი: მიწის თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა. ცხიმების პროდუქტებიდან ექსტრაქცია მოხდა სამი სხვადასხვა გამხსნელის :აცეტონის, ბენზინისა და სპირტის საშუალებით. თითოეულ შემთხვევაში ექსტრაქცია განხორციელდა 3-3-ჯერ ექსტრაქტები დაყოვნდა ამოსაშრობად რამდენიმე დღის განმავლობაში. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში ცხიმების პროცენტული შემცველობა და გამოყენებული გამხსნელების ეფექტურობა. ასევე ჩატარდა ექსპერიმენტები , თუ რომელი საშუალებებით არის ეფექტური მოცემული ცხიმების ლაქების მოშორება ქსოვილიდან.
ექსპერიმენტები
21-02-2020: ჭიანჭველმჟავას დაშლა
სიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსები"-ს წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შეისწავლეს ჭიანჭველმჟავას დაშლის პროცესი. ცდის მსვლელობა: სინჯარაში ათავსებენ ჭიანჭველმჟავას 3 წვეთს და უმატებენ კონც. გოგირდმჟავას 3 წვეთს. ნარევს აცხელებენ სპირტქურაზე. რეაქცია მიმდინარეობს აირის გამოყოფით, რომელიც იწვის მოცისფრო ალით და აფეთქებით. პროცესის ქიმიზმი: H-COOH +[0]_-->CO2 + H2O
ნანახია 1858-ჯერ