სიახლები

პროექტები და პრეზენტაციები

30-11--0001:   იოდის აღმოჩენა

2019. 23.03. გაიმართა კლუბ აიმიქის მორიგი შეხვედრა.შეხვედრის თემები: აქტივობა N-1: გარკვეული პროცენტული კონცენტრაციის ხსნარის მომზადება. კლუბის ხელმძღვანელმა ისაუბრა ხსნარების მნიშვნელობაზე, მათი მომზადების წესებზე, გააცნო ფორმულა, რითაც შეიძლებოდა ხსნარში გახსნილი ნივთიერების პროცენტული რაოდენობის პოვნა. ასევე შეასწავლა როგორ შეიძლება დამზადდეს გარკვეული პროცენტული კონცენტრაციის ხსნარი. ისაუბრა პრაქტიკული საქმიანობის თანმიმდევრობაზე. მოსწავლეებმა პედაგოგის მითითებით დაამზადენ გარკვეული კონცენტრაციის ხსნარები. აქტივობა N-2: სუფრის მარილის სხვადასხვა ნიმუშში იოდია აღმოჩენა. მოსწავლეებმა ცდები ჩაატარეს სამ სხვადასხვა წარმოების სუფრის მარილზე.მოსწავლეებმა იმსჯელენ ცდების შედეგებზე და გამოიტანენ დასკვნები.


08-02-2019:   ჭოროხი რკინის წარმოების უძველესი კერა.

2019.02.08 კლუბ ,,აიქიმ’’-ის მორიგი სამუშაო შეხვედრა შეხვედრის თემა: ჭოროხი რკინის წარმოების უძველესი კერა აქტივობა №1: პრაქტიკული სამუშაო- მეტალთა ქიმიური თვისებები 2) ტუტე მეტალების წყალთან ურთიერთქმედება 3) მეტალების ურთიერთქმედება მჟავასა და მარილთა ხსნარებთან აქტივობა №2: პრეზენტაცია - მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენა . მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოში გავრცელებული ლითონებისა და მათი მოპოვების შესახებ. ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ ჩვ. წ. აღ. IV-III სს ჭოროხის სანაპიროსთან ხდებოდა რკინის მოპოვება და დამუშავება. ყურადღება გაამახვილეს წარმოების ტექნოლოგიაზე. ისაუბრენ შენადნობების უპირატესობაზე. თემაზე მუშაობის პროცესში შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს.


 

ექსპერიმენტები