ექსპერიმენტები

21-02-2023:   ეგზოთერმული რეაქცია.

მოსწავლეებმა ალუმინის ქილაში, რომელიც შტატივზეა დამაგრებული ჩაასხეს 50 გრამი წყალი. ჩაინიშნეს წყლის ტემპერატურა. მოათავსეს წყალში თერმომეტრი. აიღეს ჩიფსის ფირფიტა, წამოაცვეს სკრეპზე და წაუკიდეს. გამოიყო სითბო, რომელმაც გაათბო წყალი. ჩაიიშნეს წყლის ტემპერატურის საბოლოო მაჩვენებელი. შეიყვანეს მონაცემები საკვლევი ნიმუშის წვისას გამოყოფილი სითბოს გამოსათვლელ ფორმულაში.



20-02-2023:   რძეში წყლის შემცველობის განსაზღვრა

მოსწავლეებმა აიღეს 3 სხვადასხვა დასახელების რძე. 2 ქარხნული წარმოების, 1 ნატურალური. წინასწარ გამოაშრეს CuSO4.5H2O. გამომშრალი 2-2 შპატელი დაამატეს თითოეულ რძიან ჭიქას. გააცხელეს კარგად. ქარხნული წარმოების ორივე რძიანი ჭიქა შეიფერა ღია ცისფრად, მესამემ ფერი არ შეიცვალა.ე.ი. ჩათვალეს, რომ ზოგიერთი ქარხნული წარმოების რძე მცირე რაოდენობით შეიცავს წყალს.