ექსპერიმენტები

21-02-2020:   ჭიანჭველმჟავას დაშლა

სიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსები"-ს წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შეისწავლეს ჭიანჭველმჟავას დაშლის პროცესი. ცდის მსვლელობა: სინჯარაში ათავსებენ ჭიანჭველმჟავას 3 წვეთს და უმატებენ კონც. გოგირდმჟავას 3 წვეთს. ნარევს აცხელებენ სპირტქურაზე. რეაქცია მიმდინარეობს აირის გამოყოფით, რომელიც იწვის მოცისფრო ალით და აფეთქებით. პროცესის ქიმიზმი: H-COOH +[0]_-->CO2 + H2O



17-02-2020:   ძმარმჟავას ქიმიური თვისებები

სსიპ ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსების" წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ძმარმჟავას თვისებების შესასწავლად. სინჯარაში ათავსებენ ძმარმჟავას 2 წვეთს და უმატებენ მაგნიუმის ფხვნილს. სინჯარასთან მიაქვთ ანთებული ასანთი, გამოყოფილი წყალბადის გამო ადგილი აქვს მცირე აფეთქებას. სინჯარაში ათავსებენ ძმარმჟავას 2–3 წვეთს, უმატებენ კალციუმის კარბონატის ფხვნილს. სინჯარასთან მიაქვთ ანთებული კვარი, რომელიც ჩაქრება.



30-11--0001:   აცეტონის აღმოჩენა იოდოფორმის წარმოქმნით

3 მლ იოდის იოდკალიუმიან ყვითელ ხსნარს ვამატებთ 10% ნატრიუმის ტუტის ხნარს გაუფერულებამდე, შემდეგ სინჯარაში ვასხამთ აცეტონის ხსნარს, რეაქციის შედეგად შევამჩნევთ იოდოფორმის ყვითელ კრისტალებს,რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს.



01-12-2019:   სპილენძის გლიცერატის მიღება

კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსები"-ის მორიგი ექსპერიმენტი



30-11--0001:   ,,უნივერსალური ინდიკატორი"

მოსწავლეებმა მოამზადეს სხვადასხვა ნივთიერებათა ხსნარები და დააკვირდნენ უნივერსალური ინდიკატორის შეფერილობას.



30-11--0001:   ცილების აღმოჩენა

ცილები შეიცავს პეპტიდურ ბმებს. პეპტიდური ბმების აღმომჩენი რეაქციაა ე.წ. ბიურეტის ტესტი. სპილენძის (II) სულფატისა და ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნართან პეპტიდური ბმა წარმოქმნის იისფერი შეფერილობის კომპლექსურ ნაერთს, რაც პეპტიდუ-რი ბმების და, შესაბამისად, ცილების აღმომჩენი რეაქციაა.



30-11--0001:   ოქროს წვიმა

ალიუმის იოდიდისა და ტყვია(II)-ის ნიტრატის წყალხსნარების შერევით გამოიყოფა ნალექი, რომელიც გაცხელებისას წყალში იხსნება, ხოლო შემდგომი გაცივებისას კვლავ გამოკრისტალდება ოქროსფერი მბრწყინავი კრისტალების სახით. მიღებულ ვიზუალურ ეფექტს „ოქროს წვიმას“ უწოდებენ. რეაგენტებად ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ნატრიუმის იოდიდი და ტყვია(II)-ის აცეტატი.



24-04-2019:   ჟანგბადის მიღება წყალბადის ზეჟანგის დაშლით.

მოსწავლეებმა წყალბადის ზეჟანგის დაშლის საშუალებით მიიღეს მარტივი ნივთიერება ჟანგბადი. კატალიზატორად გამოიყენეს MnO2 (მანგანუმ IV-ის ოქსიდი). ჟანგბადის არსებობა დაადასტურეს მბჟუტავი კვარით,რომელიც კარგად ინთება ჟანგბადის არეში.