რატომ "ოქროს რიცხვი"?
ყველაფერი, რაც შექმნილია ოქროს კვეთის პრინციპით, გამოირჩევა განსაკუთრებული ჰარმონიულობით, სილამაზითაა და აქტუალურობით. ცნობილი არქიტექტურული შენობები (ტაჯ-მაჰალი, ეიფელის კოშკი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეგვიპტის პირამიდები), ცნობილი ნახატები და ქანდაკებები, ბეთჰოვენის, შოპენისა და მოცარტის ნაწარმოებების დაახლოებით 90-95% ოქროს კვეთაზეა აგებული და ვეფხისტყაოსანიც კი ოქროს კვეთის პრინციპზეა შექმნილი.
ანტიკური ხანიდან მოყოლებული სწრაფვა ოქროს კვეთისადმი იზრდება და დღემდე აქტუალურია. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მასში არის რაღაც მაგიური. სწორედ ეს ვლინდება ებრაელი მეცნიერის დან შეჰთმანის მიერ 1982 წელს აღმოჩენილ ე.წ „კვაზიკრისტალებში“, რომელთა არსებობა მანამდე შეუძლებლად იყო მიჩნეული, ვინაიდან კრისტალში ატომები განლაგებული არიან ისეთი სიმეტრიით, რომელიც არ ემორჩილება კლასიკური კრისტალის წარმოდგენის თეორიას, ამ კრისტალების აღმოჩენამ „ძირეულად შეცვალა ქიმიკოსთა წარმოდგენა მყარ მატერიაზე", კრისტალური სტრუქტურის ასეთი ზებუნებრიობა კი ოქროს რიცხვთანაა კავშირში.
ამ აღმოჩენისთვის შეჰთმანს 2011 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიის დარგში.