სიახლები

30-06-2019 საღეჭი რეზინა

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საღეჭი რეზინი დელიკატესად ითვლებოდა. დღეს კი ეს უბრალოდ სასაცილოა, მისი შეძენა უკვე ყველგან, ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი და ფასიც ხელმისაწვდომია. 80-იან წლებში რუსეთში საღეჭი რეზინი ფუფუნების საგანი იყო და მას მხოლოდ ერთ ქარხანაში "Rot Front"-ში ამზადებდნენ, ისიც მხოლოდ სამი არომატისას. ფაქტობრივად, საღეჭი რეზინი 1928 წელს ვალტერ დიმერმა გამოიგონა. პირველი საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შედიოდა რეზინი, შაქარი, სიმინდის სიროფი, არომატი და ფერი. დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ საღეჭი რეზინის შინ, სახლის პირობებში დამზადებას. რეზინი, ლიმონმჟავა და სიმინდის სიროფი მოათავსეთ ჯამში, შედეთ მიკროტალღურ ღუმელში და ერთი წუთის შემდეგ, როდესაც შედნება დაამატეთ შაქრის პუდრი და არომატიზატორი, (შეგიძლიათ დაამატოთ ფერის მისაცემი ფხვნილი) კარგად აურიეთ. მიიღებთ ცომოვან მასას, რომელსაც შეგიძლათ სასურველი ფორმა მისცეთ... ..

ნანახია 213-ჯერ