სიახლები

25-05-2020 აცეტონის აალება

კლუბი 'AQVA"განაგრძობს მუშაობას,ამჯერად გადავწყვიტეთ საშინაო ექსპერიმენტები გაგვეკეთებინა.ისეთი მარტივი ცდები ,რომლის მომზადებასაც კლუბის წევრები დამოუკიდებლად მოახერხებდნენ.ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული ცხვირსახოცი დავასველეთ წყალში,შემდეგ კი აცეტონში.მოუკიდეთ ცეცხლი.დააკვირდით რა მოხდება.თქვენ ძალიან საინტერესო ფაქტის მოწმენი გახდით.აცეტონი აალდა,თუმცა ცხვირსახოცი დაწვას გადაურჩა.ასე,იმიტომ მოხდა,რომ სითბო,რომელიც აცეტონის წვისას გამოიყო დაიხარჯა წყლის აორთქლებაზე და ქსოვილის ტემპერეტურამ აალების ტემპერატურამდე ვერ მიაღწის.

ნანახია 32-ჯერ