სიახლები

17-03-2020 რკინა

რკინა მოვერცხლისფრო-მოთეთრო, მბზინავი, მძიმე მეტალია. არის პლასტიკური, ჭედადი და მაგნიტური თვისებებით გამორჩეული. მეცნიერების აზრით, დედამიწის ბირთვი 3500 კმ რადიუსით ძირითადად რკინისა და ნიკელისგან შედგება. სწორედ ეს ბირთვი ქმნის მაგნიტურ ველს, რომლის მსგავსი არ აქვს მთვარეს და მეზობელ პლანეტებს.
რკინა უძველესი ცივილიზაციებიდანაა ცნობილი (I ათასწლეული ჩვ.წ-მდე - ე. წ. „რკინის საუკუნე").
მძიმე ლითონებიდან რკინა ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე. ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება, თვითნაბადი რკინა მხოლოდ მეტეორიტებშია. დადამიწის ქერქში დაახლოებით 5,1%-ის ფარგლებშია. რკინა ბიოგენური ელემენტია. ის შედის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების შემადგენლობაში. რკინა შედის მიკროელემენტების ჯგუფში.
70 კგ მასის მქონე ადამიანის ორგანიზმში 5გ რკინაა, რომლის 3/4 ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და ფილტვებიდან ქსოვილებისა და უჯრედებისკენ ჟანგბადის გადატანას ემსახურება.
რკინას შეიცავს ღვიძლი. აღნიშნულ ელემენტს შეიცავს ზოგიერთი მინერალური წყალი რკინა (II)-ის სულფატისა და რკინა (II)-ის ჰიდროკარბონატის სახით.
რკინა ძლიერ მგრძნობიარეა ტენიანი ჰარის მიმართ და ახასიათებს კოროზია. კოროზიის შედეგად მიყენებული ზარალი განვითარებულ ქვეყნებში შეადგენს ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 5%-ს.
ძველ ინდოეთში, როგორც ჩანს, ქიმიის სფეროში ვრცელ ცოდნას ფლობდნენ. ამის დასტურია ინდოეთის დედაქალაქ დელის მახლობლად აღმართული 7 მეტრიანი რკინისგან დამზადებული სვეტი, რომელიც ჩვ.წ.-მდე IX საუკუნეში დაუდგამთ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი ხნოვანებისა, სვეტმა კოროზია თითქმის არ განიცადა.

ნანახია 337-ჯერ