სიახლები

05-03-2020 ზღვაში მენდელეევის ტაბულის ყველა წარმომადგენელი მოიპოვება

ზღვაში მენდელეევის ტაბულის ყველა წარმომადგენელი მოიპოვება. ოკეანეს თხევად საბადოს ეძახიან და ამ საბადოს ბევრი სიმდიდრე ბიოლოგიური წარმოშობისაა.ზღვის მრავალი ორგანიზმი წყლიდან ენერგიულად შთანთქავს სხვადასხვა ლითონს: მოლუსკები - სპილენძს, ასციდიები - ვანადიუმს, რადიოლარიები - სტრონციუმს, მედუზები - თუთიას, კალას, ტყვიას, რუხი წყალმცენარეები კი - ალუმინს.
ოკეანეებში ორმოცდაექვსჯერ უფრო მეტი ვერცხლია გახსნილი, ვიდრე ადამიანებმა მოიპოვეს კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენიდან მოყოლებული.
მე-20-ე საუკუნის შუა პერიოდში პროფესორმა ერნსტ ბაუერმა ზღვაში ძვირფასი ლითონების „დაჭერის" რენტაბელური მეთოდი გამოიგონა. ბაუერი თერთმეტი წლის განმავლობაში შეისწავლიდა ზღვის ცხოველების არაჩვეულებრივ თვისებას - თავიანთ სხეულში იშვიათი ელემენტების აკუმულირების უნარს. ზოგიერთ ორგანიზმში რამდენიმე მილიონჯერ უფრო მეტი ძვირფასი ლითონია, ვიდრე წყალში!
პროფესორმა აკუმულატორის მოდელად რვაფეხა მიიჩნია. მის ორგანიზმში ათასჯერ უფრო მეტი სპილენძია, ვიდრე წყალში. მისი სისხლიდან მეცნიერმა საოცარი საღებავი გამოყო და მას წითელი ციანიტი უწოდა. მისი მოლეკულები მიკროღრუბელივით „შეიწოვდა" სინჯარაში მყოფ სპილენძის იონებს.

ნანახია 370-ჯერ