ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 თაფლის ვარგისიანობის განსაზღვრა

24 დეკემბერს შედგა კლუბის მორიგი შეხვედრა. წარმოადგინეს რეფერატი თემაზე ,,თაფლი და მისი ქიმიური შედგენილობა“. რეფერატის შემდეგ კლუბის წევრებმა ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტი თაფლის ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით. წესის მიხედვით, თაფლში მექანიკურ შენარევების აღმოსაჩენად უნდა გაიხსნას ცხელ წყალში: თაფლი შაქარივით გაიხსნება, მინარევი კი დაილექება. თუ თაფლს სახამებელი ან ფქვილი აქვს შერეული, იოდის მოქმედებით ნალექი გალურჯდება. ცარცის ნალექის გამოსარკვევად თაფლის ნალექს კი უნდა დაემატოს გოგირდმჟავას, მარილმჟავას ან ძმარმჟავას ხსნარი. ნალექის აშიშინება ან ადუღება ცარცის არსებობის მაჩვენებელია. მასწავლებელს ქონდა მოტანილი საკონტროლო ნიმუშები და აცვენა ბავშვებს, როგორ ხდებოდა სხვადასხვა მინარევების აღმოჩენა. კლუბის წევრებმა მოიტანეს სხვადასხვა სინჯის თაფლი, (სულ იყო ოთხი სინჯის, თანაც 3 იყო წაბლის ყვავილის, ხოლო 2 აკაციის ყვავილის. თაფლის სინჯები გადაიტანეს ქიმიურ სინჯარებში , შემდეგ დანომრეს და დააწერეს, თუ ვისი წარმოების თაფლი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მოსწავლის მშობელი თაფლს ოჯახში აწარმოებს, ზოგს კი ნაყიდი ქონდა კერძო მეურნისგან. კლუბის წევრებმა გასინჯეს, ხომ არ შეიცავდა წარმოდგენილი სინჯები სხვადასხვა მექანიკურ მინარევებს: 1) რამდენიმე სინჯი გახსნეს ცხელ წყალში , ერთი სინჯი აღმოჩნდა მექანიკური მინარევების შემცვლელი, ხოლო სამი სინჯი აღმოჩნდა სუფთა . 2) იმის გამოსარკვევად, ხომ არ არის თაფლში შერეული სახამებელი ან ფქვილი, თაფლის სინჯებს დაამატეს იოდი, ერთ სინჯში მოგვცა ლურჯი შეფერილობა. ეი. ამ სინჯის თაფლში შერეულია სახამებელი 3) ცარცის ნალექის გამოსარკვევად თაფლის სინჯებს უმატებენ გოგირდმჟავას, ერთ სინჯში წარმოქმნილი ნალექი აშიშინდა.

ნანახია 109-ჯერ