ქიმიური ექსპერიმენტები

08-11-2019 ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები

ექსპერიმენტი N1 ავიღეთ კალციუმის ჰიდროქსიდი, იმის დასამტკიცებლად, რომ აღებული ნივთიერება ტუტეა, ნივთიერებას დავასხით ფენოლფტალეინი, რის შემდეგაც მან მიიღო ჟოლოსფერი შეფერილობა, კალციუმის ჰიდროქსიდს დავასხით მარილმჟავა, რეაქციის შედეგად მივიღეთ კალციუმის ქლორიდი და წყალი. ეს რეაქცია არ არის ჟანგვა-აღდგენითი, რადგან არ შეიცვალა არც ერთი ელემენტის ჟანგვის რიცხვი. აღებული და მიღებული ნივთიერებების რაოდენობისა და შედგენილობის მიხედვით, ეს რეაქცია არის მიმოცვლის. მიმოცვლის რეაქციები უმეტეს შემთხვევაში ჟანგვა-აღდგენითი არაა, გამონაკლისია ბინარული ნაერთების, კონკრეტულად ჰიდრიდების ჰიდროლიზი. ექსპერიმენტი N2 კალციუმის ოქსიდი ჩავყარეთ ფაიფურის ჯამში და დავასხით წყალი, შედეგად მივიღეთ კალციუმის ჰიდროქსიდი. იმის დასამტკიცებლად, რომ მიღებული ნივთიერება ტუტეა, ნივთიერებას დავასხით ფენოფტალეინი, რის შემდეგაც მან მიიღო ჟოლოსფერი შეფერილობა ეს რეაქცია არ არის ჟანგვა-აღდგენითი, რადგან არ შეიცვალა არც ერთი ელემენტის ჟანგვის რიცხვი. ფუძე ოქსიდები რეაქციაში შედიან წყალთან და შედეგად მიიღება შედაბამისი ფუძე. აღებული და მიღებული ნივთიერებების რაოდენობისა და შედგენილობის მიხედვით, ეს რეაქცია არის შეერთების. შეერთების რეაქციებში გვხდება როგორც ჟანგვა-აღდგენითი, ასევე არა ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. ექსპერიმენტი N3 ცარცი, იგივე კალციუმის კარბონატი გავახურეთ და შედეგად მივიღეთ კალციუმის ოქსიდი და ნახშირორჟანგი შემდეგ, ცარცი მოვათავსეთ წყალში, რის შედეგად კალციუმის ოქსიდისა და წყლის ურთიერთქმედებით მივიღეთ კალციუმის ჰიდროქსიდი, რაც შევამოწმეთ ინდიკატორით ამ ექსპერიმენტების მსვლელობისას ვიხილეთ დაშლის და შეერთების რეაქციები, მათგან არც ერთი არ არის ჟანგვა-არდგენის, რადგან ყველა ელემენტის ჟანგვის რიცხვი უცვლელი დარჩა. ექსპერიმენტი N4 თუთიის გრანულები მოვათავსეთ სინჯარაში და დავასხით მარილმჟავა.შედეგად მივიღეთ თუთიის ქლორიდი და წყალბადი.წყალბადის გამოყოფის დასადასტურებლად გამოყოფის არეში შევიტანეთ ასანთი.ეს რეაქცია არის ჟანგვა-აღდგენითი, რადგან აღებული ნივთიერებების ჟანგვის რიცხვი შეიცვალა. აღებული და მიღებული ნივთიერებების რაოდენიბისა და შედგენილობის მიხედვით, ეს ჩანაცვლების რეაქციაა. ყველა ჩანაცვლების რეაქცია ჟანგვა აღდგენითია.

ნანახია 10-ჯერ