პრეზენტაციები და პროექტები

30-11--0001:   ვის უნდა მილიონი

ინტელექტუალური თამაში გაკეთებულია პაუერ პოინტის ფაილში. ფაილის გახსნის შემდეგ თამაშის დაწყების მიზნთ ფაილი უნდა გავშალოთ მთელს ეკრანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს ვერ დავიწყებთ. თამაშში მოცემულია, ესგ-ში გათვალისწინებული თემატური საკითხები. სულ მოცემულია თხუთმეტი შეკითხვა- აქვე მოცემული გვაქვს ოთხი სავარაუდო პასუხი. სწორი პასუხის შემთხვევაში 2-ე შეკითხვის შემდეგ მოსწავლე აგროვრბს 100 ქულას, 3-ე შეკითხვა 200 ქულიანია, მე-4-ე 300, მე-5-ე 500. მეხუთე პასუხის შემდეგ მოსწავლე აგროვებს გარანტირებულ 1000 ქულას. იწყება მეორე ეტაპი მე-6-ე შეკითხვა 1000-ქულა, მე-7-ე 2000 ქულა, მე-8-ე შეკითხვა 4000 ქულა, მე-9-ე შეკითხვა 8000 ქულა, მე-10-ე შეკითხვა 16000 ქულა. მეათე პასუხის შემდეგ მოსწავლე აგროვებს გარანტირებულ 32000 ქულას. იწყება მესამე დასკვნითი ეტაპი მე-11-ე შეკითხვა 32000 ქლა, მე-12-ე შეკითხვა 64000 ქულა, მე-13-ე შეკითხვა 125000 ქულა, მე-14-ე შეკითხვა 250000 ქულა და მე-15-ე შეკითხვა 500000 ქულა, სულ მოსწავლე აგროვებს 1000000 ქულას და იღებს პრიზს.



30-11--0001:   ვის უნდა მილიონი

ინტელექტუალური თამაში გაკეთებულია პაუერ პოინტის ფაილში. ფაილის გახსნის შემდეგ თამაშის დაწყების მიზნთ ფაილი უნდა გავშალოთ მთელს ეკრანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს ვერ დავიწყებთ. თამაშში მოცემულია, ესგ-ში გათვალისწინებული თემატური საკითხები. სულ მოცემულია თხუთმეტი შეკითხვა- აქვე მოცემული გვაქვს ოთხი სავარაუდო პასუხი. სწორი პასუხის შემთხვევაში 2-ე შეკითხვის შემდეგ მოსწავლე აგროვრბს 100 ქულას, 3-ე შეკითხვა 200 ქულიანია, მე-4-ე 300, მე-5-ე 500. მეხუთე პასუხის შემდეგ მოსწავლე აგროვებს გარანტირებულ 1000 ქულას. იწყება მეორე ეტაპი მე-6-ე შეკითხვა 1000-ქულა, მე-7-ე 2000 ქულა, მე-8-ე შეკითხვა 4000 ქულა, მე-9-ე შეკითხვა 8000 ქულა, მე-10-ე შეკითხვა 16000 ქულა. მეათე პასუხის შემდეგ მოსწავლე აგროვებს გარანტირებულ 32000 ქულას. იწყება მესამე დასკვნითი ეტაპი მე-11-ე შეკითხვა 32000 ქლა, მე-12-ე შეკითხვა 64000 ქულა, მე-13-ე შეკითხვა 125000 ქულა, მე-14-ე შეკითხვა 250000 ქულა და მე-15-ე შეკითხვა 500000 ქულა, სულ მოსწავლე აგროვებს 1000000 ქულას და იღებს პრიზს.



07-06-2019:   ესტერი ადამიანის სამსახურში. ნიკა მაისურაძე., თამარ კენკიშვილი., მარიამ სომხიშვილი

ესტერი მიიღება მჟავისა და სპირტის ურთიერთქმედებით



07-06-2019:   მეტალები პრაქტიკაში, მეტალთა კოროზია. IX-კლასი მ.ფეიქრიშვილი., ლ.მახარაშვილი

მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა. გარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები. გარდამავალი მეტალები მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით. კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი, ვერცხლი,პლატინა და ოქრო. იშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალები შედის. პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არის განლაგებული. სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ. ყოველწლიურად კოროზია მილიარდობით ზარალს იწვევს, და ამ პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი დავალებაა. კოროზიის მიერ მიყენებული მთავარი ზარალი არის არა მეტალის დაკარგვა, არამედ კოროზიის მიერ ნადგურებადი პროდუქციის ფასეულობა. სწორედ ამიტომ მისგან გამოწვეული ყოველწლიური დანაკარგები მწარმოებლივად განვითარებულ ქვეყნებში ასე დიდია.ცნობილია რომ მსოფლიო წარმოების თუთიის _40-45%, კალის _35%, სტრატეგიული ლითონების ნიკელის და ქრომის დიდი რაოდენობა სწორედ კოროზიისგან დამცავი დანაფარების მისაღებად იხარჯება. ამ ლითონთა მსოფლიო რესურსი უკვე ძალიან მცირეა.



07-06-2019:   ძვირფასი ქვები. თ.მიშელაშვილი მ.არათანაშვილი ა.ქოქაშვილი VIII კლ.

წითელი ალმასი ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვაა პლანეტაზე. კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმეა მოპოვებული და ზოგიერთს ძალიან მცირე წონა აქვს - საშუალოდ 0,5 კარატი. მსოფლიოში ერთ კარატიანზე დიდი მხოლოდ რამდენიმე წითელი ბრილიანტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი, 5.03 კარატიანი ბრილიანტი სმითსონის მუზეუმში ინახება. უვაროვიტი ერთ-ერთი უიშვიათესი ძოწის ჯგუფის მინერალია, რომელსაც ზურმუხტივით მწვანე შეფერილობა აქვს (ანუ ზურმუხტისფერია). ეს არის ქრომის მადანი, რაც ფაქტიურად მას მწვანე შეფერილობას აძლევს. ბუნებაში იგი იშვიათად მოიპოვება. მისი არამრავალრიცხოვანი რაოდენობა გვხვდება ესპანეთში, კანადაში, ფინეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და რუსეთში. ჰალიტი, იგივე ქვამარილი, ან ქლოროვანი ნატრიუმი – მინერალია, რომლისგანაც იღებენ სოდას, ქლორს, მწვავე ნატრს, მარილმჟავას და სხვას. ჰალიტი ფართოდ გამოიყენება კვების, კერამიკის, ტყავის მრეწველობაში, მეტალურგიაში, ელექტროტექნიკაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. სილვიტი – კალიუმის ქლორიდს წარმოადგენს. ქათქათა თეთრი, ან რძისფერი სილვიტი ხშირად ვულკანებში მოიპოვება, ხოლო ლურჯი ჰალიტი დანალექ სახეობებში.



07-06-2019:   ცნობილი ქიმიკოსები. მარიამ ველთაური., თამარ ჭიალაშვილი VIII კლასი

რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი. ცხრილის გვიანდელ ავტორთაგან განსხვავებით მენდელეევმა წინასწარ განჭვრიტა იმ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ელემენტთა მნიშვნელობები. პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი - ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ლუი პასტერი ( 1822 - 1895) — ფრანგი მეცნიერი, რომლის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მიკრობიოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებას, 1862 წლის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი 1842, სოფ. წალასყური, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ― 1908, კარლსბადი, ახლანდელი კარლოვი-ვარი) — ქართველი ქიმიკოსი.



07-06-2019:   სადაც ცილა არ არის, იქ არც სიცოხლეა. XI კლასის მოსწავლეები: ნიკა მაისურაძე და მერაბი სალიაშვილი

a-ამინომჟავა ისევ a-ამინომჟავასთან ურთიერთქმედებით პეპტიდს წარმოქმნის რადგან პეპტიდის წარმოქმნა უკავშირდება ცილის წარმოქმნას, ცილა და სიცოცხლე კი განუყოფლეი ცნებებია. ცილა ბიოლოგიური პოლიმერა, რომელიც a-ამინომჟავების ნაშთისგან შედგება.მისი მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს. პოლიპეპტიდებში შემავალი 22 a-ამინომჟავიდან 11 შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნას სხვადასხვა ნივთირებებისგან. დანარჩენი 10-ის სინთეზი ორგანიზმში არ მიმდინარეობს. ადმანიანის ჰემოგლობინი შედგება 574 ამონმჟავას ნაშთისაგან.თუ ჯაჭვში ერთ-ერთის მაგივრად მეორე ამინოჟავა ჩაენაცვლება დამიანი სნეულდება ანემიით რომელიც ადრეულ ასაკში სიკვდილს იწვევს



07-06-2019:   გარემოს დაბინძურება. მეცხრე კლასის მოსწავლეები:ქ. ჭიალაშვილი,. მ. ჭიალაშვილი

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურებიდა ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გარემოსაც კი ავნოს.



30-11--0001:   ცილები, ანუ პროტეინები და მათი მნიშვნელობა.მომხსენებელი: ნინო სალიაშვილი XI კლასი. მოსწავლეთა II რ

ცილები ბუნებაში. ცილები ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ისინი შედიან ყველა მცენარეული და ცხოველური უჯრედის პროტოპლაზმასა და ბირთვში და სიცოცხლის მთავარი მატარებელნი არიან. იქ სადაც ცილოვანი ნივთიერებები არ არის, არც სიცოცხლეა. ცილების მოლეკულური მასა ათეული და ასეული ათასების როლია, ხოლო ზოგიერთი ცილისათვის იგი რამდენიმე მილიონს აღწევს. ცილების ფუნქციები ორგანიზმში მრავალნაირია. ცილები ის პლასტიკური მასალებია, რომლებისაგანაც აგებულია საყრდენი, კუნთოვანი და საფარველი ქსოვილები. ცილების საშუალებით ორგანიზმში ხორციელდება ნივთიერებათა გადატანა, მაგალითად ჟანგბადის მიწოდება ფილტვებიდან ქსოვილებში და წარმოქმნილი ნახშირბად (IV)–ის ოქსიდის გამოყოფა. მრავალნაირი ცილოვანი ნივთიერება ათასობით მოიპოვება ორგანიზმში და ყოველი ცილა მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს. ორგანიზმში მიმდინარე ყოველი ქიმიური რეაქციისათვის არსებობს ცალკეული ცილა კატალიზატორი (ფერმენტი).