პრეზენტაციები და პროექტები

19-05-2019:   საგრანტო პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია

ქიმიის კლუბის მაღალკლასელებმა მომზადეს დასკვნითი პრეზენტაცია თემაზე "სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა". პროექტი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს დაფინანსებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთა თანამონაწილეობით. პროექტი მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ბუთხუზი, პროექტის მეცნიერ კონსულტანტი ელიზბარ ელიზბარაშვილი და პროექტის ასისტენტი - თენგო ნოზაძე.



27-05-2019:   C ვიტამინის რაოდენობრივი განსაზღვრა

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს C ვიტამინის რაოდენობა ხილის წვენებში და ბოსტნეულში. პროექტზე მუშაობდნენ გვანცა ვახტანგიშვილი და ანი ოსიძე. პროექტის თანახელმძრვანელი იყო მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ვახტანგიშვილი. დეტალები იხილეთ ბმულზე.



23-05-2019:   არის თუ არა შავი მელანი ნამდვილად შავი?

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ფერის მარკერების მელანის შემადგენლობა ქაღალდის ქრომატოგრაფიის საშუალებით. პროექტზე მუშაობდნენ ნიკოლოზ ცხოვრებაძე, ლაზარე კალანდია, საბა დელიბაშვილი. დეტალები იხილეთ ბმულზე.



24-05-2019:   რამდენი ცხიმია ჩვენს საკვებში?

მე-8 კლასის მოსწავლეებმა განსაზღვრეს სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში ცხიმის შემცველობა. პროექტზე მუშაობდნენ ლიზი კობაიძე, ანა პაპიძე, თეკლა თვილდიანი და ქეთი პერანიძე. პროექტის თანახელმძღვანელი იიყო მე-10 კლასის მოსწავლე ანა მოლოდინი. პროექტი დეტალურად იხილეთ ბმულზე.



24-05-2019:   საკვების ენერგეტიკული ღირებულება

მე-8 კლასის მოსწავლეებმა განსაზღვრეს სხვადასხვა საკვების ენერგეტიკული ღირებულება. მათ ააწყეს მარტივი კალორიმეტრი, რომლის საშუალებითაც განსაზღვრეს ჩიფსის, ბატიბუტის და სხვა პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულება,და შეადარეს რეალურ მნიშვნელობას. პროექტზე მუშაობდნენ სანდრო მამამთავრიშვილი, ალექსანდრე მთვარელიძე და ჯორჯ-ნიკოლას მეტრეველი.



25-05-2019:   სიბლანტის განსაზღვრა

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სითხის სიბლანტე და ასევე სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურის ცვლილებაზე. პროექტზე მუშაობდნენ სალომე ჩაიატიშვილი, თინათინ კირკიტაძე და ელენე ბახტაძე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.



28-05-2019:   საფუარის აქტიურობის დამოკიდებულება გარემო ფაქტორებზე

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლის საფუარის აქტიურობის დამოკიდებულება გარემო ფაქტორებზე, კერძოდ ტემპერატურაზე და საკვებ არეზე. პროექტზე მუშაობდნენ ლიზი დარჩია, ნინი ლოლაძე, ლიზი მახარაძე. პროექტს ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მელაძე.



22-05-2019:   შაქრების შემცველობის განსაზღვრა

მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოიკვლიეს გაზიან და ნატურალურ სასმელებში შაქრების შემცველობა. პროექტის შესრულებაში მონაწილეობდნენ ლუკა ბურდული, გიორგი კეჭეხმაძე, სანდრო ქუთათელაძე და ლუკა ვაჩაძე. პროექტის თანახელმძღვანელი იყო მე-9 კლასის მოსწავლე ანა რცხილაძე, რომელიც მოსწავლეებს ეხმარებოდა, ექსპერიმენტის ჩატარებაში, შედგების გაანალიზებასა და პრეზენტაციის მომზადებაში.



21-05-2019:   მარილის გავლენა მცენარის ზრდაზე

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობის მოამზადეს პროექტი, სადაც შესწავლილი იყო სუფრის მარილის რაოდნეობის გავლენა მცენარეების ზრდა განვითარებაზე. პროექტზე მუშაობდნენ ნიკა ბურდილაძე, ნატა ბობოხიძე, ნინო აბრამიშვილი. პროექტს ხელმძღვანელი თამარ მელაძე.



20-05-2019:   პროექტი - ნამცხვრის ცხობის საიდუმლო

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ნამცხვრის ხარისხზე გამაფხვიერებლების შედგენილობის და რაოდენობის გავლენა. პროექტზე მუშაობდნენ ელენე კალინიჩენკო, ლიზი ჩუბინიძე, ნუცა ლანდია, ნინო ბარსონიძე, პროექტის ასისტენტი იყო მე-10 კლასის მოსწავლე ანა კალინიჩენკო. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.



10-10-2018:   უსაფრთხოება ქიმიის ლაბორატორიაში

კლუბის წევრები გაეცნენ პრეზენტაციას უსაფრთხოების წესების შესახებ ქიმიის ლაბორატორიაში