სიახლები
12-12-2022:
პროფ-განვითარების პროგრამა დასრულდა.
დამატებითი ინფორმაციის იხილეთ გრაფა.

ნანახია 32-ჯერ
პროექტები და პრეზენტაციები
22-03-2023:
სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა! 22 მარტი- წყლის საერთაშორისო დღე
მოგესალმებით! 22 მარტს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ქიმიკოსთა სამეფო კლუბისა და ეკო სკოლების პროექტის ერთობლივი ორგანიზებით წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებდა- პრეზენტაციებს, ქიმიურ ექსპერიმენტებს, ვიქტორინასა და დღის ენერგიული დასასრულისთვის- ფლეშმობს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი გახლავთ- ქიმიკოსთა სამეფო კლუბისა და ეკო სკოლების პროექტის კოორდინატორი, საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე და ქიმიის წამყვანი მასწავლებელი- ქალბატონი ხათუნა ქვარცხავა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ პრეზენტაციაში განთავსებულ ვიდეოში:

22-12-2022:
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ ფარგლებში მიმდინარე პროფ-განვითარების პრ
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ ფარგლებში მიმდინარე პროფ-განვითარების პროგრამა, სადაც მონაწილე მოსწავლეები კურსის ფარგლებში ეუფლებოდნენ ექთნის საქმიანობას, დასრულდა. კურსის ფარგლებში მრავალი საინტერესო შეხვედრა განხროციელდა, სადაც განხილული თემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთანაც. ექთნების ხელმძღვანელი ქ-ნ ნანა გოგოხია გახლდათ. პროფორიენტაციის კურსის მიზანია საექთნო- სამედიცინო საქმიანობის პოპულარიზაცია და მოსწავლეებისთვის პირველადი, გაუდებელი- სამედიცინო დახმარების სწავლება. აღსანიშნავია, რომ მოხალისე ქიმიკოსების მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის პირველდი დახმარების ცოდნა. საორენტაციო კურსის მასწავლებელი-ხათუნა ქვარცხავა.

ექსპერიმენტები