სიახლები

პროექტები და პრეზენტაციები

 

ექსპერიმენტები

30-11--0001:   სადემონსტრაციო ცდა მჟავე წვიმების წარმოქმნა

წყლიან ჭიქაში ათავსებენ სპილენძის მავთულს, ამატებენ კონცენტრირებულ აზოტმჟავას. სინჯარას ახურავენ საცობს გაზგამყვანილი მილით და მილის ბოლოს უშვებენ წყლიან ჭურჭელში. მუქი ფერის NO2 გაზგამყვანი მილით გადადის წყლიან ჭურჭლში, იქედან კი წყლიან ჭიქაში. მილიდან წყალში ბუსტუკების გამოყოფის დაწყების შემდეგ, წლიანი ჭურჭლიდან წკირის საშუალებით ამოღებულ წვეთს ათავსებენ ლაკმუსის ქაღალდზე, ლაკმუსი წითლდება რაც ჭურჭელში მჟავას არსებობას ადასტურებს. მოსწავლეებმა ასევე გამოიყენეს ნიტრიტ და ნიტრატ იონების აღმომჩენი სპეციალური ინდიკატორი, რომლის შეფერილობის ხარისხის მიხედვით ამ იონების კონცენტრაციის დადგენაცაა შესაძლებელი. საბოლოოდ შედეგებიდან გამომდინარე ასკვიან რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მავნე აირების წყალთან და ჟანგბადთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება მჟავები რაც მჟავა წვიმებს განაპირობებს.


ნანახია 140-ჯერ