სიახლები

01-06-2019:   კლუბის შექმნა

კლუბის წევრები ქიმიურ ლაბორატორიაში შევიკრიბეთ. ხელმძღვანელმა ლაბორატორიული ჭურჭელი და მისი გამოყენება შეგვასწავლა.


ნანახია 405-ჯერ

პროექტები და პრეზენტაციები

24-12-2019:   პერიოდული სისტემა 150 წლისაა

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფ.ამაღლების საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - "ევროპიუმის" წევრებმა 2019 წლის 24 დეკემბერს აღნიშნეს პერიოდული სისტემის 150 წლის იუბილე.პროექტში მონაწილე კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სლაიდ-შოუ და როლური თამაშები. ნორჩმა ქიმიკოსებმა მსმენელი 1 საათის განმავლობაში ამოგზაურა ქიმიის მრავალფეროვან სამყაროში, მეტად შთამბეჭდავად წარმოადგინეს მენდელეევის ცხოვრების გზის ცნობილი თუ უცნობი დეტალები და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქიმიის განვითარებაში.


30-11--0001:   მოლის დღესასწაული 23 ოქტომბერი

2019 წლის 23 ოქტომბერს სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა ქიმიის ლაბორატორიაში გავმართეთ პრეზენტაცია მოლის დღესთან დაკავშირებით. მოლის დღე არაოფიციალური დღესასწაულია. ქიმიკოსები ამ დღეს ერთმანეთს ულოცავენ დილის 6.02 საათიდან საღამოს 6.02 საათამდე ავოგადროს რიცხვის მნიშნველობის აღსანიშნავად. კლუბის წევრებმა წინასწარ მოვამზადეთ სურათები, საპრეზანტაციო მასალა და სლაიდები ,რომლებიც დაგვეხმარა ღონისძიების საინტერესოდ წარმართვაში. ამ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციები და სამუშაო შეხვედრის ბოლოს ერთმანეთს მივულოცეთ მოლის დღე.


 

ექსპერიმენტები

30-11--0001:   ფერადი ქიმია

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფ.ამაღლების საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა "ევროპიუმმა" წარმოადგინა ღონისძიება "ფერადი ქიმია". "... ირწმუნე მხოლოდ ცდით დადასტურებული და არაფერი დაამატო იქ, სადაც ფაქტები სდუმან".


ნანახია 123-ჯერ